Reuters – ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მკვლელობის საქმე შეწყვიტა

ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ამერიკელი პროდიუსერისა და მსახიობის, ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გადასაღებ მოედანზე ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვას უკავშირდებოდა, შეწყვიტა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სპეციალურმა პროკურორმა კარი მორისიმ სასამართლო პროცესზე გააუქმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნეს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება საჩივრის გაუქმების შესახებ არის საბოლოო გამართლება იმისა, რაც ალეკ ბოლდუინმა და მისმა ადვოკატებმა თავიდანვე განაცხადეს – ეს იყო ენით აღუწერელი ტრაგედია, მაგრამ ალეკ ბოლდუინს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადეს ბოლდუინის ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი – დაიჭრა. მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. წელს, ივლისში ნიუ-მექსიკოს სასამართლომ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)