Reuters – ნატო-ს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ

ნატო-ს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს -ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას -ის ევროპული სარდლობის მეთაური, ალექსუს გრინკევიჩი გაუზიარებს.
ასევე, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, დენ კეინიც მიიღებს.
შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ უკრაინაში ჯარებს არ განათავსებს, თუმცა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)