Reuters: ნავთობიდან და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტში შემოსავლები იანვარში 46%-ით დაეცემა

19 იანვარს გამოცემა Reuters-ის გამოთვლებმა აჩვენა, რომ იანვარში ნავთობსა და ბუნებრივ აირზე არსებული გადასახადებიდან რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში შესული შემოსავლები 2025 წლის იგივე თვის მაჩვენებელთან შედარებით 46%-ით დაეცემა, რაც ნავთობის დაბალი ფასითა და უფრო მყარი რუბლით არის განპირობებული.

Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ თვეში შემოსავლები დაახლოებით 420 მილიარდ რუბლამდე ($5.41 მილიარდი) შემცირდება, რაც 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების წილი რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში შემოსავლების დაახლოებით მეოთხედზე მოდის, რაც უკრაინაში კრემლის სამხედრო კამპანიის დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

წელს კრემლს გათვლილი აქვს, რომ ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან შემოსავლები 8.957 ტრილიონი რუბლი იქნება, ხოლო 2026 წლისთვის ბიუჯეტში ჯამური შემოსავალი – 40.283 ტრილიონი რუბლი.

გასულ წელს რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან შემოსავლები 24%-ით დაეცა და 8.48 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება