Reuters – მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები

მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მიუნხენის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციამ ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი ავტოსაგზაო შემთხვევას ჰქონდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქალაქში მიმდინარე პროფკავშირების დემონსტრაციაში მონაწილე ადამიანები დაშავდნენ.
ცნობისთვის, მიუნხენში ხვალ უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები, მათ შორის -ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ესწრებიან.