მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უტარაკჰანდის შტატის ხელისუფლების ცნობით, მეწყერი ჰიმალაის მთებში მდებარე სოფელ დჰარალში ჩამოწვა და რამდენიმე სახლი მოიყოლა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ადგილზე ჯარისკაცები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენასა და დაკარგულების პოვნას ცდილობენ.
