Reuters – მარკ კარნიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

მარკ კარნიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ოფისის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინაც იქნება.
„უკრაინამ მშვიდობის მიმართ ერთგულება დაადასტურა. ახლა მოლაპარაკებების მაგიდას პატიოსანი განზრახვით უნდა მიუჯდეს. ეს ომი უნდა დასრულდეს და კანადა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, – დაწერა მარკ კარნიმ X-ზე.
შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, პარტიამ 169 მანდატის მოპოვება შეძლო, ხოლო კანადის თემთა პალატაში უმრავლესობისთვის 172 მანდატია საჭირო. მედიის ინფორმაციით, ლიბერალები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტნიორებად, სავარაუდოდ, მემარცხენე „ახალ დემოკრატებს“ და „კვებეკურ ბლოკს“ აირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…