კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კოლუმბიის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან 57 ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს.
ცნობისთვის, კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.




