Reuters – კიშინიოვში, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

კიშინიოვში, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული სამშაბათს საღამოს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მოლდოვის ანტიკორუფციული ცენტრის წარმომადგენელმა, ანჯელა სტარინსკიმ განაცხადა, რომ გუცული დედაქალაქში 72 საათით დააკავეს.
„მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს“, – განუცხადა სტარინსკიმ ჟურნალისტებს.
მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის დან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.
გასულ წელს, -მ და ევროკავშირმა ევგენია გუცულის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
გაგაუზიის ლიდერის დაკავება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაგმო.
„ამჟამინდელი ხელისუფლება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც გარკვეული პოპულარობით სარგებლობენ და მაია სანდუს კონკურენციას უწევენ, ზეწოლის მეთოდებს იყენებს“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“