Reuters – მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, , რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში.
ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება – მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.
გამოცემის ცნობით, დაგეგმილი ტურნე იმაზე მეტყველებს, რომ კამალა ჰარისი ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან თუ ვინ გახდება მისი პარტნიორი წინასაარჩევნო კამპანიაში.
მედიის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტობაზე კანდიდატების სიაში არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, -ის სენატორი არიზონადან მარკ კელი, მინესოტას გუბერნატორი ტიმ ვოლცი, და -ის ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიჯი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა