Reuters – კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ს საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს.
ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების 99%-მა -ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის პროცესი ონლაინ ფორმატში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კამალა ჰარისის კანდიდატურა ახლა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა ყრილობამ უნდა დაადასტუროს, რომელიც 19 აგვისტოს დაიწყება.