Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაღდადში დრონით თავდასხმას ტერორისტული ორგანიზაცია კატაიბ ჰეზბოლას მეთაური აბუ ბაქირ ალ-საადი ემსხვერპლა.
ალ-საადი ბაღდადში მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანა საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მანქანა ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებს (PMF) ეკუთვნოდა.
პენტაგონის ინფორმაციით, კატაიბ ჰეზბოლას უკავშირდებოდა თავდასხმა ამერიკულ სამიზნეებზე იორდანიისა და სირიის საზღვართან, სადაც სამი ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა.
