Reuters-ის თანახმად, რუსეთის არმიამ კონტროლი დაამყარა ხარკოვის რეგიონის ქალაქ სობოლივკაზე და დონეცკში – პიდდუბნეზე – იტყობინება არმია 6 ივლისს. ამავე ცნობაში, Interfax-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსეთის ჯარმა დაარტყა უკრაინის საჰაერო ბაზას, სადაც შორი რადიუსის დრონების კომპონენტები და ამუნიცია ინახება.
Reuters-ი იმოწმებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც 6 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის საზენიტო სისტემებმა ღამით უკრაინის 120 დრონი ჩამოაგდეს, ძირითადად უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში.
ომის დაწყებიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინა სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის. თავდაცვის სამინისტროს თქმით, ღამით ჩამოგდებულ დრონებს შორის 30 დასავლეთ ბრიანსკის რეგიონის თავზე იყო, 29 – კურსკის რეგიონში და 17 ბელგოროდის თავზე – ყველა ეს არეალი უკრაინას ესაზღვრება.
კიდევ 18 დრონი ჩამოაგდეს ორიოლის რეგიონის თავზე, რომელიც კურსკს ესაზღვრება და მისი ნავთობის ობიექტები უკრაინის დრონების თავდასხმების სამიზნე იყო.
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, „როსავიაციამ“, განაცხადა, რომ მან გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც ღამით შემოიღეს სანქტ-პეტერბურგის, კალუგის, მოსკოვისა და ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტებში დრონების გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ფორუმი