Reuters-ი: ირანმა რუსეთი გააფრთხილა მსხვილი ტერაქტის თაობაზე მოსკოვთან სისხლიანი თავდასხმის წინ – კრემლი უარყოფს

ირანმა გააფრთხილა მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობის შესახებ მის ტერიტორიაზე მანამ, სანამ მოსკოვის მახლობლად თავდასხმა მოხდებოდა საკონცერტო დარბაზზე, იტყობინება სამი წყარო, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული. კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას ირანის მხრიდან გაფრთხილებაზე ინფორმაცია არ ჰქონია.
Reuters-ის ცნობაში არ არის კონკრეტულად მოყვანილი წყაროების ვინაობა.
ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოსკოვის მახლობლად, „კროკუს სიტი ჰოლში“ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს იქ მყოფთ და 144 ადამიანი მოკლეს.
პასუხისმგებლობა ამ აქტისთვის იკისრა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ.“
„რუსეთში ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე თეირანმა მოსკოვს გაუზიარა ინფორმაცია რუსეთში შესაძლო მსხვილი ტერაქტის შესახებ, რომელიც მოპოვებულ იქნა ირანში სისხლიან თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დაკითხვისას“ -იტყობინება ერთ-ერთი წყარო.
ირანში 3 იანვარს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. ქერმანში მოწყობილ ამ ტერაქტს ასი ადამიანი ემსხვერპლა.
19 იანვარს ირანმა გამოაცხადა, რომ დააკავა „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის,“ ავღანეთში მოქმედი განშტოების, მეთაური.
Reuters-ი ცნობით, -ის სადაზვერვო წყაროების ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო ირაში 3 იანვრის ტერაქტიცა და მოსკოვში 22 მარტის თავდასხმაც.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია ინფორმაცია რუსეთში შესაძლო “ტერორისტული ოპერაციის” თაობაზე ირანის მხრიდან გაფრთხილების შესახებ საკონცერტო დარბაზზე სისხლიანი თავდასხმის წინ.