Reuters-ი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას გეგმავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაახლოებით განახევრებას გეგმავს, – ინფორმაციას Reuters-ი შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2026 წლის ბიუჯეტი 28.4 მილიარდი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული მაშინ, როცა მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტი 54.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გამოცემა წერს, რომ შემცირებამ, შესაძლოა, -ის 30-მდე მისიის დახურვა და უცხოური დახმარების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. კერძოდ, გეგმის ფარგლებში, ადმინისტრაცია განიხილავს რეკომენდაციას, დახუროს მინიმუმ 27 მისია, ძირითადად აფრიკასა და ევროპაში. ამ მისიებიდან ათი საელჩოა, დანარჩენი კი – საკონსულოები. ასევე შეთავაზებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განაწილებული უცხოური დახმარების შემცირება 38.3 მილიარდი დოლარიდან 16.9 მილიარდ დოლარამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…