Reuters-ის ცნობით, სააგენტო Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პარასკევს, 21 თებერვალს, Associated Press-მა -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Associated Press-ი ტრამპს თეთრი სახლის გადაწყვეტილების გამო უჩივის, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს ეზღუდება წვდომა პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, რადგან ისინი გაშუქებისას კვლავ “მექსიკის ყურეს” იყენებენ “ამერიკის ყურეს” ნაცვლად.
სარჩელი, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის რაიონულ სასამართლოშია შეტანილი, ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება, AP-ის რეპორტიორებს აეკრძალოთ ოვალური კაბინეტსა და Air Force One-ში შესვლა, არღვევს აშშ-ს კონსტიტუციას, განსაკუთრებით, სიტყვის თავისუფლების ნაწილში და ცდილობს გააკონტროლოს სააგენტოს სარედაქციო პოლიტიკა.
„შეერთებულ შტატებში პრესას და ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი სიტყვები და ამის გამო არ მთავრობამ მათ სამაგიერო არ გადაუხადოს. კონსტიტუცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების გაკონტროლების უფლებას არ აძლევს“, – ნათქვამია სარჩელში.
როგორც Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული, თეთრი სახლის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ ჩეუნგმა აღნიშნულ სარჩელს “უხეში პიარ ხრიკი” უწოდა.
ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც “მექსიკის ყურეს” “ამერიკის ყურე” უწოდა. AP-მა, მათ სარედაქციო სტანდარტებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ გააგრძელებდა დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული სახელის გამოყენებას, რადგან მათი სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, AP იყენებს მარტივად საცნობ იდენტიფიკატორებს, გლობალური აუდიტორიისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე