Reuters-ის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამშაბათს აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრა და აფეთქდა, სავარაუდოდ, ბელარუსიდან იყო გაშვებული.
გამოცემა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ წინასწარმა გამოძიებამ და ექსპერტების მიერ შედგენილმა დასკვნებმა აჩვენეს, რომ ეს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო, რომელიც ირანის მიერ არის შემუშავებული.
ვარშავაში ბელარუსისა და რუსეთის საელჩოებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარჩინ ბოსაცკიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს რუსეთს პროტესტის ნოტას გადასცემს.




