Reuters-ის ინფორმაციით ამერიკამ გააფრთხილა გაეროს უშიშროების საბჭო, რომ 8 აგვისტომდე რუსეთმა უკრაინაში ომი უნდა შეწყვეტოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, მიიღოს დამატებითი და რაც მთავარია გადამწყვეტი ზომები, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს.
ეს განცხადება გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ კელიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით მშვიდობის დასამყარებლად ამერიკა მზადაა დამატებითი ზომები მიიღოს.