Reuters: ისრაელსა და “ჰამასს” შორის, ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ისრაელი და “ჰამასი” თითქმის შეთანხმდნენ, რომ მძევლებისა და ომის ტყვეების გასაცვლელად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ერთი თვით, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს ს მაღალი თანამდებობების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, მართალია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თითქმის მიღწეულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას აფერხებს მხარეების შეხედულებები, თუ საბოლოოდ როგორ უნდა დასრულდეს ომი ღაზას სექტორში.
ინტენსიურ მოლაპარაკებებს კატარი, ამერიკა და ეგვიპტე ხელმძღვანელობენ, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ისრაელელი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის სანაცვლოდ.
დიპლომატიური შეხვედრების ბოლო რაუნდი 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად “ჰამასი” ისრაელს ცეცხლის შეწყვეტას რამდენიმე თვით სთავაზობდა, რაც ისრაელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ მხარეები საბრძოლო მოქმედებების 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მიუხედავად ამ შეთანხმებისა, წყაროები ამბობენ, რომ “ჰამასი” შეთანხმების ამოქმედებაზე უარს ამბობს, სანამ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო გეგმები არ იქნება გაწერილი.