Reuters – ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიმდინარე ომის შედეგად, ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს

ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი საფრთხე მომდინარეობს ინდივიდუალურად მოქმედი თავდამსხმელებისგან, რომელთა კვალის აღმოჩენა ძალიან რთულია.
10-ზე მეტმა დაზვერვისა და პოლიციის მაღალჩინოსანმა ევროპის 5 ქვეყნიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს, რომ ისინი რადიკალ ისლამისტ მებრძოლებზე დაკვირვებასა და თვალთვალს ზრდიან.
Reuters-თან საუბრისას ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ რადიკალი ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეზე მუშაობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება, ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”