Reuters – ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა – გემებზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია

ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემი უსაფრთხოდ იქნა გაჩერებული და მათზე მყოფი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
გამოცემის ცნობით, „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ 30 გემი ღაზისკენ გადაადგილებას აგრძელებს.
ფლოტილიის შემადგენლობაში მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთული 40-ზე მეტი სამოქალაქო გემი შედის, რომელთა ბორტებზეც 500-მდე პარლამენტარი, ადვოკატი და აქტივისტი იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს