Reuters – ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასასრულებლად ს გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს

ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასასრულებლად ს გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სა და „ჰამასის“ დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ეგვიპტეში დაიწყო.
მანამდე, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.
„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება – ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ სა და -ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?