Reuters – ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს განიხილავს

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
წინადადება ღაზაში 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას, ს ძალების მიერ ღაზის ნაწილობრივ დატოვებასა და ღაზაში მეტი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითვალისწინებს.
ასევე, წინადადების თანახმად, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, ხოლო სანაცვლოდ „ჰამასი“ ისრაელს 10 ცოცხალ მძევალსა და 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედარს გადასცემს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას „ჰამასი“ გუშინ დათანხმდა.