Reuters – ს საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საჰაერო დარტყმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.
შეთანხმება, რომელიც კვირას უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ექვსკვირიან თავდაპირველ ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორიდან ს ჯარების თანდათან გაყვანით. ასევე „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ბოლო მომენტში შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით უკან დაიხია და მოთხოვნები წარადგინა.
„ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო“, – ნათქვამია ს ოფისის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კითხვაზე: რატომ ვერ შეამჩნია რაჟდენ კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება – დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტია რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია – „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა

ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან