Reuters – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ს თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გეგმას მივესალმები. ღაზას მოსახლეობას წასვლისა და ემიგრირების თავისუფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული“, – აცხადებს ისრაელ კაცი.
მისი თქმით, „ჰამასს“ ღაზის სექტორის მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ ღაზას დატოვების უფლებას არ აძლევს.
კაცმა აღნიშნა, რომ პალესტინელები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ.
„ისეთი ქვეყნები, როგორიც ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვებია, რომლებიც ღაზაში მოქმედებების გამო ისრაელს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, კანონით ვალდებულები არიან, რომ ღაზის მოსახლეობა მათ ტერიტორიაზე დაუშვან“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.