Reuters – ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, 68 წლის დამოუკიდებელი კანდიდატი, კეთრინ კონოლი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
ირლანდიის ეროვნული სატელევიზიო და რადიო მაუწყებლის, RTE-ის ცნობით, კონოლის ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი უჭერს მხარს.
კონოლი, რომელიც პირველად ირლანდიის პარლამენტში 2016 წელს აირჩიეს, ევროკავშირის კრიტიკოსია.
ცნობისთვის, ირლანდიაში პრეზიდენტის თანამდებობას სიმბოლური როლი აქვს.