Reuters – ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის განცხადებით, „პედრამ მადანი სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჯაშუშად მუშაობდა“.
„პედრამ მადანის იდენტიფიცირების, დაპატიმრების, სისხლის სამართლის პროცესის სრული პროცესისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურების შემდეგ, იგი მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და სიკვდილით დასაჯეს“, – აცხადებს ირანული მედია.
ცნობისთვის, გასულ თვეში ირანმა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით კიდევ ერთი ირანის მოქალაქე, მოსენ ლანგარნეშინი სიკვდილით დასაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…