Reuters – ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ს დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის განცხადებით, „პედრამ მადანი სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჯაშუშად მუშაობდა“.
„პედრამ მადანის იდენტიფიცირების, დაპატიმრების, სისხლის სამართლის პროცესის სრული პროცესისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურების შემდეგ, იგი მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და სიკვდილით დასაჯეს“, – აცხადებს ირანული მედია.
ცნობისთვის, გასულ თვეში ირანმა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით კიდევ ერთი ირანის მოქალაქე, მოსენ ლანგარნეშინი სიკვდილით დასაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ ვიცი, ნოშიკო ნამორაძე ქვეყანაშია თუ არა, კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვეულებრივი საქმეა – ჩვენ პოლიტიკური და სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს

პროკურორი – იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა მისი თვალით ნახა და მოისმინა, რომ მას პრაქტიკულად გამოსავალი აღარ რჩება, არ გამოვრიცხავ, სასამართლოს ჩვენება მისცეს