Reuters – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე, გუი ძიაკუნზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გუო ძიაკუნის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჩინეთს ოთხშაბათს, 23 აპრილს ეწვევა.
„მხარეები საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, გასული ორი კვირის განმავლობაში ირანსა და -ს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩსა და აშშ-ის პრეზიდენტის, ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შაბათს, 26 აპრილს ომანში შედგება.