Reuters – ინდონეზიაში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინდონეზიის პროვინცია ცენტრალურ იავაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, აბდულ მუჰარის განცხადებით, სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
„11 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, სამი გუშინ და რვა დღეს. თორმეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება“, – განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე – იმის მაგივრად, რომ მომიტინგეებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, მოუწოდებენ სახელმწიფოს, ზომები არ მიიღოს მათ მიმართ, ვინც ე.წ. მამაკაცური ძალით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს – არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა