Reuters: ინდოეთში წარმოებული საბრძოლო მასალა კვლავ მიეწოდება უკრაინას, რუსეთის პროტესტის მიუხედავად

ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი არ ჩაერია ვაჭრობის შესაჩერებლად. Reuters-ის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

უკრაინის სგან თავდაცვის მხარდასაჭერად, საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ამბობენ წყაროები და ამას საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს.
ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიის ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ მოხმარებული საბრძოლო მასალების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებს. როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ეს არის ს მიერ იმპორტირებული იარაღის საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლები.
ანგარიშის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უგზავნიან ს, შედიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი არის იმ ინიციატივის თაოსანი, რომლითაც კიევს ევროკავშირის გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება.
უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს ოფიციალურ კომენტარზე “როიტერსის” შეტყობინებას.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მანამდე, 8-9 ივლისს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რასაც კიევის უკმაყოფილება მოჰყვა.
ინდოეთმა, ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად, უარი თქვა მიერთებოდა მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რუსეთთან თანამშრომლობა დელის იაფი რუსული ნავთობის მიღების საშუალებას აძლევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება