Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ავიაკომპანია Air India-ს ცნობით, თვითმფრინავის Boeing 787-8-ის ბორტზე, რომელიც ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად „ბევრი დაიღუპა“.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა.
„შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, ექიმების საერთო საცხოვრებელია. ტერიტორიის 70%-80% გავწმინდეთ“, – განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით