Reuters – თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 მებრძოლი „გაანეიტრალეს“

თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 მებრძოლი „გაანეიტრალეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები ჩრდილოეთ ერაყის მეტინას რეგიონში „გაანეიტრალეს“.
ხუთშაბათს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლის მიზნით ერაყს „ერთობლივი ოპერატიული ცენტრის“ შექმნა შესთავაზა.
ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ