Reuters – თეთრმა სახლმა რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციის ჟურნალისტი დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა

თეთრმა სახლმა რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციის ჟურნალისტი ს კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თეთრმა სახლმა Associated Press-ის ფოტოგრაფს, Reuters-ის, HuffPost-ისა და გერმანული Der Tagesspiegel-ის რეპორტიორებს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი შეხვედრის გაშუქების უფლება არ მისცა.
ცნობისთვის, სამშაბათს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ თეთრი სახლი თავად განსაზღვრავდა იმას, თუ რომელ მედიასაშუალებებს მიანიჭებდა პრეზიდენტთან წვდომის უფლებას.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, ტრადიციული მედიასაშუალებები დონალდ ტრამპის ყოველდღიურად გაშუქებას კვლავ შეძლებენ, თუმცა თეთრი სახლი განსაზღვრავს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც პატარა სივრცეებში, მაგალითად, ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტთან წვდომა ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო