Reuters – თეთრი სახლის ანონიმური წყაროს ცნობით ირანი სარაკეტო დარტყმას ამზადებს ისრაელზე

შეერთებულ შტატებს აქვს ცნობები, რომელიც მიანიშნებს, რომ ირანი ს წინააღმდეგ “ბალისტიკური რაკეტების გარდაუვალი დარტყმის” დასაწყებად ემზადება. “როიტერის” თანახმად ამის შესახებ სამშაბათს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განაცხადა.
ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს ქმედებებს, რომლებიც ასეთი იერიშებისგან ისრაელის დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან -ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ისრაელზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება თეირანისთვის.
ტელეკომპანია CNN-ის თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯერჯერობით უცნობია მოსალოდნელი ირანული თავდასხმის მასშტაბი. აშშ-ი მზად არის ყველანაირად დაეხმაროს ისრაელს, რათა გადაიტაცოს რაკეტები და სხვა იარაღი, როგორც ეს იყო მიმდინარე წლის აპრილში. მაშინ ირანმა ისრაელის ტერიტორიისკენ ბევრი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილი ჰაერშივე იქნა მოგერიებული.
ირანულ მედიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია არანაირი ინფორმაცია ისრაელზე “გარდაუვალი თავდასხმის” შესახებ.
ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ისრაელი აცხადებს, რომ მისი ძალები “მძიმე ბრძოლას” აწარმოებენ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლასთან მას მერე, რაც

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა