Reuters – თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარ სარაკეტო სადგურზე ახალი საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა დასრულდა, სადაც უახლესი სადაზვერვო თანამგზავრების გაშვება და სხვა რაკეტების გამოცდა ჩატარდა

თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარ სარაკეტო სადგურზე ახალი საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა დასრულდა, სადაც უახლესი სადაზვერვო თანამგზავრების გაშვება და სხვა რაკეტების გამოცდა ჩატარდა, – ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურათებიდან დანახული სოჰაეს თანამგზავრების გაშვების სადგურის ნავმისადგომი საშუალებას იძლევა, რომ რაკეტის კომპონენტების უფრო დიდი ნაწილი რკინიგზით გადაიტანონ, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი, რაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს განათავსოს რაკეტები, რომლებსაც უფრო დიდ მანძილზე გადაადგილება შეუძლიათ.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2022 წელს სოჰაეს ობიექტი დაათვალიერა და მისი მოდერნიზაცია და გაფართოება ბრძანა, რათა უზრუნველყოფილიყო სხვადასხვა რაკეტების, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრების გადატანის შესაძლებლობის მქონე რაკეტების გაშვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით