Reuters: ზელენსკი უარს ამბობს პუტინის მოთხოვნაზე, უკრაინამ სრულად დათმოს დონეცკის ოლქი

უკრაინის პრეზიდენტმა მ ალასკის სამიტის შემდეგ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას უარი განაცხადა ს პრეზიდენტის ს მოთხოვნაზე, მ სრულად დათმოს დონეცკის ოლქი.
ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს, რომ კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, მართალია, უკრაინის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია – მას კვლავ სურს, კიევმა დათმოს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მთელი დონბასის რეგიონის კონტროლი.
ამასთან, Reuters აქვეყნებს მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს წამოაყენა.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, თუმცა, ის ალიანსის გარეთ მიიღებს “უსაფრთხოების გარანტიებს”. ასევე, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რუსეთის ტერიტორიად იქნეს აღიარებული, უკრაინამ გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები.
ასევე, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი მოიხსნას. მისი პირობების თანახმად, რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ.