Reuters: ზელენსკი უარს ამბობს პუტინის მოთხოვნაზე უკრაინამ დათმოს დონეცკის ოლქი

უკრაინის პრეზიდენტმა მ, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა ს პრეზიდენტის, ს მოთხოვნაზე დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობის შესახებ – ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ.
ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. მას ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.
ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია სა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. Reuters-ის წყაროები ადასტურებენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან ევროპელი ლიდერებიც.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი ში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.
ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა “პროდუქტიული” იყო. იქვე დაამატა, რომ ის ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზები „სამართლიან საფუძველზე“ განიხილა.
„საუბარი იყო ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი და, ჩემი აზრით, [ის] გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, -თქვა პუტინმა.
ალასკის სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მას ორივე მხარე დადებითად აფასებს.
ფორუმი