Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, უკრაინის პრეზიდენტს, სა და -ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა, მაგრამ მხარეებს მოლაპარაკებების დროს კონკრეტული დეტალების შესახებ არ უსაუბრიათ.
დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ში ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სწრაფად მიღწევა სურს.
უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება უსაფრთხოების გარანტიებზე გაამახვილა.
„შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აღინიშნა, მაგალითად, გარანტიები, რადგან მხოლოდ მშვიდობა საკმარისი არ არის და პუტინმა შეიძლება იგი დაარღვიოს, როგორც ეს ადრე გააკეთა“, – განაცხადა უკრაინულმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე – ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას