Reuters: ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, უკრაინის პრეზიდენტს, სა და -ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა, მაგრამ მხარეებს მოლაპარაკებების დროს კონკრეტული დეტალების შესახებ არ უსაუბრიათ.

დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ში ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სწრაფად მიღწევა სურს.

უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება უსაფრთხოების გარანტიებზე გაამახვილა.

„შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აღინიშნა, მაგალითად, გარანტიები, რადგან მხოლოდ მშვიდობა საკმარისი არ არის და პუტინმა შეიძლება იგი დაარღვიოს, როგორც ეს ადრე გააკეთა“, – განაცხადა უკრაინულმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან