Reuters – ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 ადგილი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 30%-ით.
როგორც მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხლობს და ჯანსაღია.
„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს