Reuters – ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა, – ინფორმაციას Reuters-ი ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც ლიეტუვისკენ მიფრინავდა და რომლის ბორტზეც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი იმყოფებოდა, კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემის სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფი სამხედრო მეთაურის განცხადებით, კალინინგრადთან ახლოს ფრენისას მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირია.
ასევე, მისი თქმით, ინციდენტს თვითმფრინავზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ის ფრენისას სამხედრო თანამგზავრებსაც იყენებს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ს თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ს მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს