Reuters – ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ორი თავდასხმა განხორციელდა.
ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან თავდასხმა დრონის მეშვეობით მოხდა.
ასევე, კვირას, სირიაში, რუმალინის ბაზის მიმართულებით ჩრდილოეთ ერაყიდან ხუთი რაკეტა გაუშვეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ