ერაყის აღმოსავლეთით, ქალაქ ალ-კუტის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა და 11 დაკარგულად ითვლება.
ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებსა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გამოძიების საწყისი შედეგები 48 საათში გამოცხადდება.
