Reuters – ევროპული ქვეყნები უკრაინას ერთ წელზე მეტია ინდურ საბრძოლო მასალას აწვდიან

ევროპელმა მომხმარებლებმა ინდოეთისგან შეძენილი საარტილერიო ჭურვები ში გაგზავნეს და მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი ამის შესაჩერებლად არ ჩარეულა, – ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის და ევროპის მთავრობებისა და თავდაცვის ინდუსტრიების თერთმეტ ოფიციალურ პირსა და საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებისა და საბაჟო მონაცემების მიხედვით, ს წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, საბრძოლო მასალის გადაცემა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
ამასთან, ინდოეთის მთავრობისა და თავდაცვის ინდუსტრიის წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ნიუ-დელი აწარმოებს უკრაინის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას, ერთ-ერთი ოფიციალური პირის შეფასებით, ეს ომის დაწყების შემდეგ ს მიერ იმპორტირებული შეიარაღების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
ამასთან, სააგენტოს წყაროების ცნობით, ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინაში ინდურ საბრძოლო მასალას აგზავნიან, არიან იტალია და ჩეხეთი, რომელიც ხელმძღვანელობს კიევის საარტილერიო ჭურვების ევროკავშირის არა წევრი ქვეყნებიდან მიწოდების ინიციატივას.
ინდოელმა ოფიციალურმა პირებმა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინდოეთი აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ არ მიუღია რაიმე ზომა ევროპაში მიწოდების შეზღუდვის მიზნით.
ამასთან, რამდენიმე წყარომ ინდოეთიდან Reuters-ს განუცხადა, ინდოეთი, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოში იარაღის უდიდესი იმპორტიორია, ევროპაში ხანგრძლივ ომს იარაღის ექსპორტის სექტორის განვითარების შესაძლებლობად განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ