Reuters – ევროპის ქვეყნებში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ევროპის ქვეყნებში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან.
როგორც Reuters წერს, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად გაჩენილმა ხანძრებმა სამხრეთ ევროპაში ტყის ხანძრები, სახლების განადგურება და ათასობით მცხოვრებლის იძულებითი ევაკუაცია გამოიწვია.
ევროკავშირის სამეცნიერო ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან ევროპის ქვეყნებში ხანძარმა თითქმის 440 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა, რაც ორჯერ აღემატება 2006 წლიდან იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, ტყის ხანძრები განსაკუთრებით ხშირად ესპანეთსა და საბერძნეთში ჩნდება.
ხანძრის გამო, საბერძნეთის ქალაქ პატრაში სარკინიგზო მოძრაობა შეაფერხა. ხელისუფლებამ საშიში ზონიდან 7 700 მცხოვრებელი გაიყვანა. ამასთან, აღმოსავლეთით ქიოსისა და დასავლეთით კეფალონიის ბერძნულ კუნძულებზე, რომლებიც ტურისტებში პოპულარულია, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, ხანძრის გავრცელების გამო უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ.
ესპანეთში მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობის დროს მიღებული მძიმე დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ წელს ესპანეთში ხანძრებს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას