Reuters – ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა გადადო

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს სანქციების მომავალ პაკეტებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შემოღების იდეაზე, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ზოგიერთი მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა და ალტერნატიული წყაროების შესახებ გაურკვევლობაა.
Reuters-ი წერს, რომ ამის ნაცვლად, კომისიას სურს შეიმუშაოს ახალი საგზაო რუკა, რათა 2027 წლისთვის ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასრულდეს. გეგმა მაისის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ მწირია.
ევროკომისია ს წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის წარდგენას ივნისამდე გეგმავს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ზომებზე მუშაობა ნელა მიმდინარეობს. კომისიამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის იდეა ევროკავშირის მთავრობებს იანვარში წარუდგინა.