Reuters – ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს

ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს, -ის პრეზიდენტის, ს მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.
-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი აპრილში ამერიკულ პროდუქციაზე საწინააღმდეგო ზომებს მიიღებს.
„ეს აშშ-ს ტარიფების ეკონომიკურ მასშტაბებს შეესაბამება. ჩვენი საპასუხო ზომები ორ ეტაპად ამოქმედდება. იგი 1-ელ აპრილს დაიწყება და 13 აპრილიდან სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ს თქმით, ევროკავშირი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტი, კანადას აშშ-ში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების 50%-მდე გაზრდით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გეგმის განხორციელებაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ, რაც კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერმა, დაგ ფორდმა მინესოტას, ნიუ-იორკისა და მიჩიგანის შტატებისთვის ონტარიოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე 25%-იანი დამატებითი გადასახადის დაწესება შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით