Reuters – ევროკავშირი და „დიდი შვიდეული“ ფასების შეზღუდვის ნაცვლად, რუსული ნავთობის გადაზიდვების აკრძალვას განიხილავენ

ევროკავშირი და „დიდი შვიდეული” ფასების შეზღუდვის ნაცვლად, რუსული ნავთობის გადაზიდვების აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საკუთარი ნავთობის მესამედზე მეტის ექსპორტირებას დასავლური ტანკერებით ახდენს – ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთში – დასავლური საზღვაო გადაზიდვების გამოყენებით. გამოცემის თანახმად, აკრძალვა ბოლოს მოუღებს ამ ვაჭრობას, რომელიც ძირითადად ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების (საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა) ფლოტით ხორციელდება. რუსული საექსპორტო ნავთობის დანარჩენი ორი მესამედის გადაზიდვა “ჩრდილოვანი ფლოტით” ხორციელდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთს ამ ფლოტის გაფართოება მოუწევს თუ ევროკავშირი და “დიდი შვიდეული” აღნიშნულ აკრძალვას შემოიღებენ.
Reuters-ის სამი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი შეიძლება იყოს, რომლის შემოღებაც 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
ორი წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას სურს ამ აკრძალვის დამტკიცება და შემდეგ სასანქციო პაკეტში შეტანა თუ “დიდი შვიდეულის” უფრო ფართო შეთანხმება იქნება. წყაროების ცნობით, ამერიკელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნები წინ წევენ ამ იდეას “დიდი შვიდეულის” ტექნიკურ სხდომებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს