Reuters – დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამერიკელ და ეგვიპტელ კოლეგებთან და კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას „მოსადის“ დირექტორი, დევიდ ბარნეაც მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია, გაგზავნა თუ არა „ჰამასმა“ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს