აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი, – ინფორმაციას Reuters-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა.
Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი.
